პოლიტიკა

კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა

კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

დღეს კიევში 06:23 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევს კამიკაძე დრონებით შეუტიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერი უკრაინელების გატეხვას ვერ შეძლებს.

„მთელი ღამისა და დილის განმავლობაში, მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები მთელ უკრაინას უტევენ. ისინი კიევში საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა. მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ გაგვტეხს. ოკუპანტები სამართლიან სასჯელსა და მომავალი თაობებისგან დაგმობას მიიღებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია