პოლიტიკა

კონგრესი USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებს

კონგრესი USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“აქვეყნებს.

კანონპროექტის ავტორი, სარა ჯეიკობსი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას, გამოიყენოს სახელმწიფო სახსრები USAID-ის გასაუქმებლად.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება, არაკანონიერია. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ნებისმიერი რეფორმა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად.

როგორც ჯეიკობსმა აღნიშნა, კანონპროექტი აკრძალავს ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ პირთა ხელფასების გადასახდელად, რომლებიც მუშაობენ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმებაზე, მათ შორის ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

კანონპროექტის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი შეიძლება, სირთულეებს წააწყდეს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, თუ ის კანონი გახდება, სახელმწიფო მდივანი ვალდებული იქნება, დაადასტუროს მისი შესრულება კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.

„USAID-ის გაუქმება უკვე უკანონოა. ის, რასაც ილონ მასკი აკეთებს, უკანონოა. ისინი თუ დახარჯავენ, თუნდაც ერთ აშშ დოლარს მაინც მის გასაუქმებლად, ეს იქნება უკანონობა“, – განაცხადა ჯეიკობსმა.

მისივე თქმით, კონგრესში „არიან საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელები, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია USAID-ის ბედი“.

 

ჯეიკობსი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის ავტორები შეძლებენ მისი მიღებისთვის საჭირო 218 ხმის მოპოვებას.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია