პოლიტიკა

ლიბანმა ისრაელის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლა

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას ტერიტორიის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, – პამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვისძალები და ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ ორი ოპერატორი დაიღუპა. „ჰეზბოლას“ მათი გარდაცვალება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია