პოლიტიკა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო მინიმუმ 10 000 დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.

ქვეყნის ოფიციალური პირები მოელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

Reuters-ის ცნობით, ვაჰდას ჰოსპიტალის დირექტორმა განაცხადა, რომ ქალაქის ერთ რაიონში 1700 ადამიანი, ხოლო მეორეში 500 ადამიანი გარდაიცვალა.

“ცხედრები ყველგან არიან – ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ… არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა. ბევრი, ბევრი შენობა ჩამოიშალა,” – განაცხადა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია