პოლიტიკა

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ეროვნულმა თავდაცვის საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო.

უწყების განმარტებით, 2024-2026 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გეგმის დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონ ევროს შეადგენს.

„მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები ლეტალური და არალეტალური მოწყობილობის შესყიდვა, სამხედრო განათლება და მომზადება დახმარების ფონდებში შენატანები, ლიეტუვას ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის რემონტი და პირადი შემადგენლობის მომზადება იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანაშაუსკასის თქმით, მოსალოდნელია, რომ გეგმის დაფინანსებას მშვიდობის ევროპული ფონდი უზრუნველყოფს.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...