პოლიტიკა

ლონდონში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 126 ადამიანი დააკავა

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს.

პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშში 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.  მონაწილეთა დაახლოებით 150 – კაციანმა ჯგუფმა ფეიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკავებების სერია, რასაც მოჰყვა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა.

პალესტიბის მხარდასაჭერად აქციები გაიმართა ბრიუსელშიც და ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი მომხდარ ძალადობას გამოეხმაურა და დაგმო.  მან აღნიშნა, რომ ყველა დანაშაულს კანონის სრული ძალით უნდა გაეცეს პასუხი.

ასევე ნახეთ

რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ

მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” …

ჩანთების ონლაინ მაღაზია