პოლიტიკა

ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130,000 ადამიანს სავალდებულო ევაკუაციის წესით ადგილმდებარეობა უკვე დაატოვებინეს. ინფორმაციას, AP News ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძარმა 2,800 ჰექტარზე მეტი მოიცვა. ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს უკიდია და მის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს

BBC-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება და სულ მცირე, ხანძრის ექვსი კერა მძვინვარებს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის არცერთი კერა არ არის ლოკალიზებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა, 8 იანვარს გააკეთა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია