პოლიტიკა

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა აღადგინა

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის „ბელტას“ ცნობით, ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინა ღალატის მუხლით გასამართლებული ჩინოვნიკებისთვის

კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავენ ე.წ. „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას

6 მარტს მინსკში სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, მთავრობის დამხობის შესახებ შეთქმულების, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის და ხელმძღვანელობის, სიძულვილის გაღვივების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების ბრალდებებით

ციხანოუსკაიასთან ერთად ასევე დაუსწრებლად გაასამართლეს კიდევ ოთხი ოპოზიციონერი: პაველ ლატუშკა, მარია მაროზი, ვოლჰა კავალკოვა და სიარჰეი დილევსკი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს

ხუთივე მსჯვარდადებული უცხოეთში ცხოვრობს.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...