პოლიტიკა

მაკრონი – უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს

უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ მზად არის გაჭიანურებული ომისთვის.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა, მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა რუსეთის მაგიდასთან დასაბრუნებლად და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.

მაკრონმა ასევე უარყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა და მსგავს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში სრული წარუმატებლობა უწოდა.

„მე მინდა, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთი, რომ მიზნად უნდა დავისახოთ რუსეთის ტოტალური დამარცხება, რუსეთის მიწაზე თავდასხმა. ამ ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, სურთ რუსეთის განადგურება. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია