პოლიტიკა

მალე საუდის არაბეთში უმანქანო ქალაქს ვიხილავთ

 საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა საზოგადოებას ქვეყნის მომავალი, 170 კილომეტრის სიგრძის სწორხაზოვანი ქალაქის აშენების გეგმა წარუდგინა. ქალაქის სახელწოდება The Line იქნება.

 როგორც ცნობილია, ნულოვანი ენერგიის კონცეფცია აქ ყოველდღიურობაში იქნება გადასული –  შესაბამისად, ქალაქში მანქანები არ იმოძრავებენ, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ The Line-ში არც ქუჩები იარსებებს და ყველა მაცხოვრებელს ექნება შესაძლებლობა,  საჭირო შენობასთან ხუთ წუთში მივიდეს.

  მოჰამედ ბინ სალმანმა The Line-ს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ვიდეოთი გაავრცელა, სადაც მან ქალაქს უწოდა „ცივილიზაციური რევოლუცია, რომელიც ადამიანებს პირველ ადგილზე აყენებს“.

 170 კილომეტრის სიგრძის სწორხაზოვანი მეგაქალაქი  ერთმანეთთან დაკავშირებული საზოგადოებებისგან იქნება შემდგარი და წითელი ზღვის სანაპიროს საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან დააკავშირებს.The Line ნეომის ნაწილი იქნება, საუდის არაბეთის რეგიონის , რომლის მშენებლობაც 500 მილიარდი დოლარით დაფინანსდა და იორდანიისა და ეგვიპტის ტერიტორიაზეც ვრცელდება. ნეომი რევოლუციური პროექტია, ვინაიდან მთლიანად განახლებად და აღდგენად ენერგორესურსებს მოიხმარს და მსოფლიო ეკოლოგიურ მდგომარეობას არ ამძიმებს.

 

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია