პოლიტიკა

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ.

მისი ინფორმაციით, დღეს მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, ამის გამო დროებით ფრენების შეჩერება მოუწიათ.

„კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, სხვათა შორის, რეისებს საზღვარგარეთიდანაც იღებს, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია