პოლიტიკა

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

The Gardian-ის ინფორმაციით, მთებში მდებარე სოფლებში გადარჩენილების ძებნისთვის სულ ცოტა დრო რჩება, რაც ამ ადგილების მიუდგომლობითა და სამაშველო ბრიგადების სიმცირით არის განპირობებული.

ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის მაროკოს „ნებისმიერი საშუალებებით“ დაეხმაროს.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია