პოლიტიკა

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩინეთში – მოსახლეობა კოვიდშეზღუდვების მოხსნასა და ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის გადადგომას ითხოვს

ჩინეთში, მთავრობის ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომა მოითხოვეს.

შანხაიში გამართული აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „სი ძინპინი, გადადექი! კომუნისტური პარტია, გადადექი!“

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც შანხაიში საპროტესტო აქციას აშუქებდა, დააკავეს. მას დაკავებისას სცემეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს. ჟურნალისტი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციები ჩინეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ პეკინსა და უხანშიც გაიმართა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს ურუმჩიში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეების განცხადებით, ადამინებმა შენობის დროულად დატოვება გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გამო ვერ შეძლეს.

ასევე ნახეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, – მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ …