პოლიტიკა

სენსაციური აღმოჩენა – მაიას დაკარგული ქალაქი

მექსიკის ქალაქ კამპეჩაში მდებარე ხშირი ტყეები რომლებიც ადრე არქეოლოგიურ „ცარიელ ადგილად“ ითვლებოდა, მალავდა მაიას ისტორიას 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
საჰაერო LiDAR ტექნოლოგიის დახმარებით გამოვლინდა მაიას ტომის ათასობით სტურქტურა და დიდი ქალაქი სახელად ვალერიანა, რომელიც დაახლოებით 122 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

მკვლევარებმა გამოავლინეს 6764 ნაგებობა, მათ შორის რეზერვუარები, სათამაშო მოედნები და პირამიდები, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ ამ მხარეში მრავალი ნანგრევი იყო ჩამალული.

კამპეჩეს აღმოჩენა ახლა ცვლის მაიას ურბანიზმის მთლიან გაგებას. LiDAR-ის სკანირებით აღმოჩენილია გზების ფართო ქსელები და კომპლექსური ურბანული დაგეგმარება, რაც მიუთითებს ქალაქის უზარმაზარ, ურთიერთდაკავშირებულ და არა იზოლირებულ ქალაქ-სახელმწიფოზე.
ეს აღმოჩენა მნიშნველოვანია მაიას საზოგადოების უკეთ გაგებისთვის და შეცნობისთვი.

(LiDAR ტექნოლოგიის მეშვეობით მიღებული ვიზუალი)

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია