პოლიტიკა

მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა

აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე გარკვეული სიმაღლეები და ტერიტორიები დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ლაჩინის ახალი გზის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანმა კონტროლის ქვეშ აიღო რამდენიმე დომინანტი სიმაღლე, ძირითადი და მეორადი გზა, ასევე ფართო საზღვრისპირა ტერიტორია ლაჩინის რაიონში სოფლებს – ჯაგაზურსა და ზაბუხს შორის.

შეგახსენებთ, რომ ერევანი ბაქოს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის – ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში სდებს ბრალს. ლაჩინის გზა დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აქტივისტები გამოხატავენ ლეგიტიმურ პროტესტს წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...