პოლიტიკა

მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს.

გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის.

„საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პორტებიდან ექსპორტირებული მარცვლეული ღარიბ ქვეყნებში უნდა წავიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მიღწეული.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...