პოლიტიკა

მედიის ცნობით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი ომისთვის ემზადება

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, პეკინი ომისთვის ემზადება. როგორც მედია წერს, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა.

„ფორინ ეფეარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ გამოსვლაში სი ძინპინმა თავის გენერლებს „მამაცურად ბრძოლისკენ“ მოუწოდა.

ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2-პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

პეკინი ასევე გეგმავს, რომ ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული გახდეს უცხოური მარცვლეულის იმპორტზე.

ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა სამხედრო მზადყოფნის შესახებ ახალი კანონები, შექმნა ახალი საჰაერო თავშესაფრები ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია