პოლიტიკა

მედვედევი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

უკრაინის ნატო-ში შესვლამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

”ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია და ეს სამუდამოა. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა. მესამე მსოფლიო ომი, სრული  კატასტროფა.” – ამბობს მედვედევი.

ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება რუსეთისთვის უფრო საშიშია, ვიდრე შვედეთის და ფინეთის. მისი თქმით, რუსეთი არ არის შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ამ შემთხვევაში საკუთარი საზღვრების გამაგრება მოუწევს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯებისთვისაც.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია