პოლიტიკა

მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, გუშინ ღამით ქალაქ მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

“მტერმა ღამით მასიურად დაბომბა ქალაქი,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა, მაგრამ ქალაქ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...