პოლიტიკა

მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა

  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა. 

 როგორც ცნობილია, პარტია „შორის“ ორგანიზებულ აქციაზე პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

„ძირს მაია სანდუ“, – სკანდირებდნენ ქვეყნის დედაქალაქ კიშინოვის ცენტრში მყოფი დემონსტრანტები. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეები აქციაზე პროვოკაციებს გეგმავდნენ. მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დააკავეს.

 ცნობისთვის, მთავრობის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესაუბრა და მასთან ენერგეტიკული საკითხები განიხილა. ევროკომისიის პრეზიდენტი მომავალ კვირაში მოლდოვაში ვიზიტს გეგმავს.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...