პოლიტიკა

მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა

მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ გოლბაშისთან იყო. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ,  240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში სტიქიას 1290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...