მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე, ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითისამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები.
ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა და თანხის ნახევარი საბანკო ბარათზე ჩაურიცხა. თავდასხმისთვის მომზადებას კი ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ.