პოლიტიკა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.

საგამოძიებო კომიტეტის  ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე, ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითისამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები.

ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა და თანხის ნახევარი საბანკო ბარათზე ჩაურიცხა. თავდასხმისთვის მომზადებას კი ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...