პოლიტიკა

მოსკოვში პუტინისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.

დარია დუგინა ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე რუსეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

ის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშიც მოხვდა ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

2022 წლის მაისში მან რუსეთის ომი უკრაინაში “ცივილიზაციათა ჯახად” შეაფასა და გამოხატა სიამაყე, რომ როგორც ის, ისე მამამისი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან.

თავად ალექსანდრ დუგინი დასავლეთმა სანქციების სიაში 2015 წელს შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობისთვის.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია