პოლიტიკა

ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გამაცხადა, რომ უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი შემზარავი და მტკივნეულია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია. ინფორმაცია ამის შესახებ „როიტერსმა“გაავრცელა.

„იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჯერა ადამიანობის, გული შესაცტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“,- აღნიშნა მოდიმ.

„როიტერის“ ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარედნდრა მოდი რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო აკრიტიკებს. 2022 წლის სექტემბერში მან პუტინს უთხრა, რომ „დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა“.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტთან ჩახუტების გამო გააკრიტიკა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია