პოლიტიკა

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.ცნობილია, რომ წვრთნებში მონაწილეობას 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს.

  „ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის რუტინული, განმეორებადი სასწავლო აქტივობა და არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან”, – აღნიშნულია ნატო-ს განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...