პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს. დოკუმენტს ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის რეჟიმს სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობს, გადადგან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არ ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის არანაირ უკანონო მცდელობებს“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ.

 როგორც ცნობილია,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარემ, ეგორ ჩერნევმა აღნიშნა, რომ ტრიბუნალის საშუალებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სამხედრო დანაშაულების უშუალო შემსრულებლების გასამართლება, არამედ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისაც.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...