პოლიტიკა

Netflix-მა „კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი-შოუსთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

Netflix-მა პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის მოტივებზე შექმნილ რეალითი-შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის ქასთინგი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება.

ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ – მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნაა. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რეალითი-შოუს ყელა მონაწილე ცოცხალი და უვნებელი დარჩება.

სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაში“ (Squid GameNetflix-ის მორიგი სენსაცია გახდა. სისხლიანი დრამა მსოფლიოს 90 ქვეყანაში სტრიმინგის ჩარტის სათავეში სულ რაღაც ნახევარ თვეში მოექცა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია