პოლიტიკა

ოჯახის განცხადებით, ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული.

„შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი”, – აცხადებენ მსახიობის ოჯახის წევრები. გასულ წელს 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა: „კერკეტი კაკალი“, „არმაგედონი“, „მეხუთე ელემენტი“ და მრავალი სხვა.

ასევე ნახეთ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა …