პოლიტიკა

ოკუპანტებმა უკრაინაში, სულ მცირე, 183 რელიგიური ადგილი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე, 183 რელიგიური ადგილი მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურეს. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

უკრაინის ეთნიკურ საკითხთა მონიტორინგის ცნობით, დაზიანებული 183 ადგილიდან 5 მუსლიმური, 5 იუდეური, დანარჩენი 173 კი ქრისტიანული საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობაა.

ამასთან, მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, განადგურებული რელიგიური ადგილებიდან 22 სხვადასხვა პროტესტანტული თემისაა, 19 უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, 3 რომის კათოლიკურ ეკლესიის და 2 ბერძნული კათოლიკური ეკლესიისაა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია