პოლიტიკა

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აფეთქება ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში მოხდა, ქალაქ ჯანკოედან 20 კილომეტრში. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი საბრძოლო მასალის საცავში გაჩენილი ხანძრით ახსნა.

მოგვიანებით, ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აკსენოვმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიებიდან ორი ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქებები ორ ადგილას მოხდა – სოფელ მაისკოში და ქალაქ ჯანკოეში, თუმცა ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ გაუკეთებია.

აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში. მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ნორმალური ქვეყნის ყირიმი დაკავშირებულია შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, ხოლო რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და მაღალ რისკთან.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია