პოლიტიკა

ოლაფ შოლცი – არ ველი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე სიტუაციას ერთ დღეში შეცვლიან, თუმცა ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცი  არ ელის, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე მოცემულობის ერთ დღეში შეცვლას შეძლებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ. მან ამის შესახებ რუმინეთის პრემიერმინისტრ მარსელ ჩიოლაკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩიოლაკუმ კი აღნიშნა, რომ რუმინეთი კონფლიქტის დასრულებას უკრაინის კონტრშეტევით ელოდა, თუმცა, მოუწია გაეთვალისწინებინა უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის სცენარი.

გარდა ამისა, შოლცმა ისაუბრა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ კიევი სამხედრო ალიანსში შესვლას ვერ შეძლებს სანამ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება. გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს “ღია საზღვრის კონფლიქტების არარსებობას”.

მიუხედავად ამისა, შოლცის აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია NATO-ს პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, ომის დღიდან დღემდე გაგრძელდება.

“გერმანიამ შექმნა შესაბამისი პირობები უკრაინის მხარდაჭერად, იმ შემთხვევაშიც, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. არამხოლოდ გერმანიას, ბევრ ქვეყანას შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ერთი, ორი, სამი თუ მეტი წლით, ვინაიდან ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენს ხანს გაგრძელდება ომი”. – ამბობს შოლცი.

მომავალ კვირაში, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტზე,  ლიდერები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია