პოლიტიკა

ოლაფ შოლცი – ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ბევრს მუშაობს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის – ისრაელთან მჭიდრო კოორდინაციითა და საჭირო კონფიდენციალურობით“, – აღნიშნა შოლცმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია