პოლიტიკა

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რაც წინა დღის მაჩვენებელს 280 მოკლული ოკუპანტით აღემატება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1722 ტანკი, 3942 ჯავშანტექნიკა, 869 საარტილერიო სისტემა, 255 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 714 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 170 ფრთოსანი რაკეტა, 2823 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 72 ერთეული სპეცტექნიკა.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია