პოლიტიკა

ომის დაწყებიდან უკრაინამ 1762 ტყვე დაიბრუნა – ზელენსკი

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ 1762 ტყვე დაიბრუნა.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს 116 უკრაინელი სამხედროს დაბრუნება შეძლეს: 114 – რიგითი და სერჟანტია, ხოლო 2 ოფიცერი. ისინი უკრაინის ჯარის, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ტყვეების მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია