პოლიტიკა

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა

  როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. 

“ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს.
ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა მოიტანა ოსკარის ფიგურა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ის უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. დიდი სიამოვნებით გადავეცი შონ პენს III ღირსების ორდენი. მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში! – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე ნახეთ

ნინი ბრეგვაძე ამერიკული მეგაშოუ The Voice-ის Top-12 მონაწილეს შორის მოხვდა

  ნინი ბრეგვაძე ამერიკული მეგაშოუ The Voice-ის Top-12 მონაწილეს შორის მოხვდა. ქართველმა კონკურსნტმა ბრიტანელ-ამერიკელი მომღერლის, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია