პოლიტიკა

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხით უკრაინელებს შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ.

განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა.

„სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, უფრო თავმდაბალი საჩუქრებით და მოდით, დანაზოგი უკრაინელ ხალხს გავუგზავნოთ, რომელსაც ეს სჭირდება“, – განაცხადა პაპმა.

პონტიფიკოსმა უკრაინელებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი მშივრები არიან და სცივათ, ბევრი კი ექიმებისა და ექთნების ნაკლებობის გამო იღუპება.

“მოდით, არ დავივიწყოთ ისინი. დიახ, აღვნიშნოთ შობა მშვიდობით, უფალთან, მაგრამ გულებში უკრაინელებთან ერთად”- დასძინა პაპმა ფრანცისკემ.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...