პოლიტიკა

პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 69 წლისაა, ის უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...