პოლიტიკა

პარიზში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების გულშემატკივართა შორის შეტაკებების შედეგად 74 ადამიანია დაკავებული

პარიზში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების გულშემატკივართა შორის შეტაკებების შედეგად 74 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც ცნობილია, გულშემატკივრები ელისეს მინდვრებზე თავიანთი ნაკრებების ნახევარფინალში გასვლას აღნიშნავდნენ და არეულობებს აწყობდნენ. ბოროტმოქმედებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.

ცნობისთვის,  საფრანგეთი და მაროკო ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 14 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია