პოლიტიკა

პენტაგონის ინფორმაციით, “ვაგნერის” ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება

დღეს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება. თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი უთქვამს.

„რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ,“ – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ს ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, რაიმე იძულებით კორექტირებას მოითხოვდეს”, – დასძინა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია