პოლიტიკა

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი, დინა ბოლუარტე ჰყავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ექსპრეზიდენტი პედრო კასტილიო იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა.

60 წლის დინა ბოლუარტემ, რომელსაც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო.

მანამდე, კასტილიომ განაცხადა, რომ კონგრესის “განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით” ჩანაცვლებას გეგმავდა, მაგრამ კანონმდებლებმა მას საგანგებო სხდომაზე 101 ხმით 6-ის წინააღმდეგ იმპიჩმენტი მოუწყვეს. ამის შემდეგ კასტილიო სამართალდამცავებმა დააკავეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

კასტილიო პერუს პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. მას ბოლო პერიოდში კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს მის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილად აფასებდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია