პოლიტიკა

პეტერბურგის აეროპორტის საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა

პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა. აეროპორტმა ავიარეისების მიღება შეწყვიტა.

აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც ნიშნავს სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ გეგმა „ხალიჩა“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შემოღებული.

პეტერბურგის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა, თუმცა ობიექტის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. დღესვე, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონის სურაჟის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მანამდე კი, ორი უპილოტო თვითმფრინავი აფეთქდა ტუაფსეში ნავთობის საწყობიდან ას მეტრში. აფეთქებამ საქვაბე ოთახის შენობა დააზიანა. წყაროს თქმით, არავინ დაშავებულა.

ტუაფსეს რაიონის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია