პოლიტიკა

პისტორიუსის თქმით, Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინა Leopard 2-ის საბრძოლო ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიიღებს.

“ჩვენს Leopard-ებს არა უგვიანეს მარტის ბოლოსთვის მივაწვდით”, – თქვა პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე, როდესაც გერმანიის საწვრთნელ ბაზებს სტუმრობდა.

“ეს ძალიან გვიანი არაა”, – განმარტა პისტორიუსმა.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას მის მიერ წარმოებული Leopard 2-ის ტანკების 14 ერთეულს გადასცემს. ამავე დროს, მესამე ქვეყნებსაც მისცემს ტანკების გადაცემის უფლებას.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად გერმანიას დიდი დრო, პისტორიუსმა თქვა:

“ჩვენ არ გვიორჭოფია, ჩვენს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით – პარტნიორებსა და მეგობრებს ვესაუბრებოდით იმის შესახებ, რა სჯობს გაკეთდეს ახლა და ამას დრო სჭირდება”.

“ესაა არაა გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ რაღაც შეუკვეთო საიტზე ან ვიღაცას რაღაცა გაუგზავნო, ეს ომის, ნდობისა და ალიანსის საკითხია”, – თქვა პისტირიუსმა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...