პოლიტიკა

პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებები გამორიცხულია – მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია.

„პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ევროპაში ომს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დაასრულებს.

„მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში ომი არ დასრულდება და რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში“, – აცხადებს პოდოლიაკი.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...