პოლიტიკა

პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, აქამდე პოლონური რადიოსადგურის Radio Zet-ის კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რაკეტა დაეცა მარცვლეულის საშრობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე სამხედროები.

 ცნობისთვის, ოფიციალურ დონეზე პოლონურ მხარეს არ დაუდასტურებია ინციდენტში რუსეთის მონაწილეობა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია