პოლიტიკა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა.

„ოპერაციაში კოდური სახელით RENGAW გადავწყვიტე სამხედრო ოპერატიული დაჯგუფება შემექმნა. ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება აქ, საველე პირობებში, პოდლიასკის სავოევოდოში და ასევე დახმარება, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდება,” – განაცხადა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთს 12 აგვისტოს ეწვია, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი – წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აგრესორის შესაკავებლად ხდება, მიზანი წვრთნა და თავდაცვაა.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი – წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია