პოლიტიკა

პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო

 პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. 

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ატომური ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება აშენებული.

“ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა,  პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა პოლონეთის სუვერენიტეტისადმი და აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ორივე ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის მტკიცე დასტურია.

“გრაფიკის თანახმად ვმუშაობთ. პირველი პოლონური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში”, – განაცხადა ანა  მოსკვამ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია