პოლიტიკა

პოლონეთში გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა

პოლონეთში ჯაშუშთა ქსელი გამოავლინეს, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, RFM-მ ოთხშაბათს პოლონურმა სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას გეგმავდა.

“მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა, რადგან მთელი ჯაშუშური ქსელი გამოაშკარავდა”, – თქვა მარიუ ბლაშაკმა და დაამატა, რომ მეტ დეტალზე შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებდა.

ტელეკომპანია RMF-ის ინფორმაციით, დაკავებულები პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან არიან და რუსეთის დაზვერვაში მუშაობდნენ. ჯაშუშებს ფარული კამერები ჰქონდათ დამონტაჟებული მნიშვნელოვან სარკინიგზო მარშრუტებზე, ძირითადად სამხრეთ პოდკარპაკის რეგიონში.

RMF-ის ცნობით, კამერები იპოვეს იასონკას აეროპორტის მახლობლად ჟესოვთან, რომელიც უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის საკვანძო პუნქტად იქცა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია