პოლიტიკა

პორტუგალიაში დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს

პორტუგალიის დინოზავრის უზარმაზარი ჩონჩხი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ევროპაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი დინოზავრი იყოს.

ზავროპოდის ჩონჩხი ქალაქ პომბალის ცენტრში 2017 წელს იპოვეს, როდესაც კაცმა საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ზავროპოდები ყველაზე დიდი დინოზავრები და ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ. მათ გრძელი კისერი და კუდი ჰქონდათ, მცენარეებით იკვებებოდნენ და ოთხ ფეხზე დადიოდნენ.

პალეონტოლოგებმა პორტუგალიიდან და ესპანეთიდან, სავარაუდოდ, ზავროპოდ-ბრაქიოზავრის ხერხემლის ნაწილები და ნეკნები აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ უზარმაზარი ქვეწარმავალი სიმაღლეში 12 მეტრი იყო, ხოლო სიგრძეში – 25 მეტრი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩონჩხი 150 მილიონი წლისაა.

ჩონჩხს, რომელიც ნაპოვნია იმ პოზიციაში, რომელშიც სავარაუდოდ დინოზავრი მოკვდა, ახლა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი იკვლევს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია