პოლიტიკა

პუტინი: დასავლეთია ომში დამნაშავე, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რომ გავაჩეროთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებაში დასავლეთი დაადანაშაულა. 

“უკრაინა და დონბასი ტოტალური ტყუილის სიმბოლოდ იქცა”, – განაცხადა პუტინმა.

“მინდა განვმეორდე, რომ ისინი არიან ომში დამნაშავეები, ჩვენ ძალას ვიყენებთ, რათა გავაჩეროთ ის”, – განაცხადა პუტინმა, რასაც ტაში მოყვა.

პუტინმა თქვა, რომ 1939 წელს “დასავლეთმა გზა გაუხსნა” ნაცისტურ გერმანიას და ახლა ის ქმნის “ანტი-რუსეთს”.

უკრაინაში შეჭრაზე პუტინმა თითქმის 30 წუთი ისაუბრა. ბოლოს, მან პიტობა დადო, რომ შექმნის სპეციალურ სამთავრობო ფონდს, რომლის ამოცანა იქნება ე.წ. სპეცოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების დახმარება. 

ფედერალურ საბჭოს ვლადიმირ პუტინმა ბოლოს 2021 წელს მიმართა. მისი მიმართვა ემთხვევა ბაიდენის ჩასვლა პოლონეთში, წინა დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.

ფედერალური საბჭოს წინაშე გამოსვლა პუტინმა იმ თეზისების განმეორებით დაიწყო, რომლებსაც ომის დაწყების შემდეგ იმეორებს.

პუტინის გამოსვლას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება, მათ შორის მთავრობის წევრები, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები. გარდა ამისა, მიწვეულებს შორის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეებიც” არიან.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია